საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება დაესწრო საერთაშორისო კონგრესს
- GNS
- Sep 11
- 2 min read
2025 წლის 24-29 აგვისტოს ჩატარდა სართაშორისო კონგრესი (ICN) ნუტრიციოლოგიის დარგში რომლის ორგანიზატორები გახლდათ საფრანგეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოება, საფრანგეთის ნუტრიციოლოგთა ფედერაცია და ნუტრიციოლოგიური მეცნიერებების საერთაშორისო კავშირი (IUNS -გლობალური საერთაშორისო ორგანიზაცია, ერთგვარ ქოლგა ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს ნაციონალურ ნიტრიციოლოგთა საზოგადოებებს და ხელს უწყობს ნუტრიციოლოგიური მეცნიერებების განვითარებას საერთაშორისო თანამშრომლობის, სამეცნიერო კვლევების და განათლების ხელშეწყობით. კონგრესი ტარდება ოთხ წელეწადში ერთხელ და წარმოადგენსერთ ერთი მთავარი მოვლენას ნუტრიციოლოგიის მეცნიერებების დარგში. საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოებას პირველს საქაერთველოს ისტორიაში მიეცა საშუალება დასწრებოდა ასეთი მასშტაბის ღონისძიებას და ის დიდ მადლობას უხდის ბრიტანეტის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებას ფინანსური დახმარებისთვის.
კონგრესის პროგრამა მიეძღვნა კვების მეცნიერებაში მიმდინარე განვითარების გლობალურ სიახლეებს, სიახლეებს რომელებიც დაფუძნებულია საფუძვლიან, მტკიცებულებებზე დაყრდნობილ კვლევებზე. თემები ეხებოდა როგორც მაღალი, ასევე დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფართო სპექტრს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო კვების ინტეგრაციაზე ჯანდაცვის სისტემებში და ეფექტური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიების შემუშავებაზე.
საქართველოსთვის ეს დისკუსიები განსაკუთრებით აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ კვების როლი ჯანმრთელობაში სულ უფრო მეტად აღიარებულია, მისი სრული ინტეგრაცია ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში კვლავ კრიტიკულ გამოწვევად რჩება. საქართველოს კვების საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს სისტემურ მიდგომას, რომელშიც კვება ინტეგრირებულია ჯანდაცვის პოლიტიკაში, კლინიკურ პრაქტიკასა და პროფესიულ განათლებაში.
ჩვენ ვაპირებთ საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ კვების საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაგრძელებას. ამავე დროს ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოში კვების როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი ასპექტის აღიარების მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ შემდეგი კვირეების განმავლობაში მოგაწოდოთ ინფორმაციები კონგრესზე გაჟღერებულ ყველაზე საინტერესო ასპექტებზე, თვალყური მიადევნრეთ ჩვენს ვებვერდს და გაიგეთ სიახლეები ნუტრიციოლოგიის დარგში.
კონგრესზე საშუალება მოგვეცა დაგვეანონსებინა თბილისში 2026 წლის ოქტომბერში დაგეგმილი კონფერენცია რომელიც გაიმართება ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების მხარდაჭერით და მონაწილეობით. ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი მარკ ჰოლიგსვორსი და პრეზიდენტი ბერნარდ კორფე მოხარულები არიან ჩვენთან ერთად კონფერენციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობით. განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი რომ სერიოზული იმედი გვაქვს მათი დახმარებით მოვიზიდით დელეგატებიროგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ასევე ევროპიდან მითუმერეს რომ ჩვენი საზოგადოება ევროპის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებების ფედერაციის წევრია და მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი მანანა სტენლი ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორ მარკ ჰოლიგსვორსთან და ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტ ბერნარდ კორფესთან ერთად პარიზის კონგრესზე
Comments