
კონფერენციები
სნს რეგულარულად ატარებს კონფერენციებს როგორც მისი წევრების ისე ფართო საზოგადოებისთვის
თბილისის საერთაშორისო კონფერენცია 2022 წ
ნუტრიციოლოგიის მნიშვნელობა დაავადებათა პრევენციაში: მიმდინარე საერთაშორისო კვლევები, გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოსთვის
სასტუმრო რუმსი, 19 - 20 მაისი



თანამედროვე სამყაროში კაცობრიობა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, რომელთა შორის მოსახლეობის ჯანმრთელობა კვლავ პირველ ადგილზე რჩება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ მნიშვნელოვნად უფრო ადვილი და იაფია დაავადების თავიდან აცილება ვიდრე მისი მკურნალობა, სადაც ჯანსაღ კვებას გამორჩეული როლი აკისრია . ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე კვების ჩვევებსა და ცხოვრების წესში ძირეულმა ცვლილებებმა საქართველოში ჯანმრთელობის დამატებითი გამოწვევები შექმნა. ამ გამოწვევების დასაძლევად ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია ნუტრიციოლოგიური მეცნიერების დარგში თანამედროვე ტენდეციებსა და ახალი მიდგომებზე. ჩვენი პარტნიორი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოება სიამოვნებით დათანხმდა ჩვენთან თანამშრომლობას და მათი ძალისხმევით კონფერენციაზე მოხსენებებს წარმოგვიდგენენ ბრიტანეთის ცნობილ მეცნიერები, რომლებიც გაგვაცნობენ თავიანთ ხედვას ნუტრიციოლოგიური მეცნიერების დარგში მიმდინარე უახლეს ტენდეციებზე და მათ როლზე ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მოგვარებაში. ამავე დროს ქართველი მეცნიერები წარმოგვიდგენენ თავიანთ შეხედულებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათ ხედვას საქართველოში ნუტრიციოლოგიისა და ნუტრიციოლოგიური მეცნიერების მომავალი განვითარების მნიშვნელობის შესახებ.
სტუდენტთა კონფერენცია: ნუტრიციოლოგია და ჯანმრთელობა
მარტი 2020




![endorsed logo_2020[1].png](https://static.wixstatic.com/media/f67197_28521f91a289475dba9ddcf9af4850dd~mv2.png/v1/fill/w_220,h_106,al_c,q_85,usm_0.66_1.00_0.01,enc_auto/endorsed%20logo_2020%5B1%5D.png)
2020 წლის 2 მარტს ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გაიმართა საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული პირველი სტუდენტური კონფერენცია.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოება სიამოვნებით დაგვთანხმდა რომ მხარი დაეჭირა ჩვენი კონფერენციისთვის, სადაც თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის თანამედროვე ტენდენციებზე.
მოხსენებების აბსტრაქტები იხილეთ ქვემოთ:
სნს კონფერენცია
თბილისი 21 მაისი 2019
მაისი, 2019
შპს სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტში ჩატარდა საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების პირველი კონფერენცია.
კონფერენცია გახლდათ ერთგვარი გაგრძელება , თბილისში 2018 წლის სექტემბერში ჩატარებული ძალზედ წარმატებული საერთაშორისო სიმპოზიუმისა, რომელშიც ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების (NS) წევრებმა.
NS ამჯერადაც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდა რომ მხარი დაეჭირა ჩვენი კონფერენციისთვის.
ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ინსტიტუტს კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობისათვის და ყოველგვარი მხარდაჭერისთვის.
კონფერენციამ რომელსაც 70 დელეგატი დაესწრო სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა საქართველოში ნუტრიციოლოგიაში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების გაჩენის აუცილებლობაში.
სიმპოზიუმი
2018 წლის სექტემბერში საქაერთველოში ჩატარდა პირველი სიმპოზიუმიუმი ნუტრიციოლოგიის დარგში
ნუტრიციოლოგიისა და ჯანმრთელობის
ურთიერთკავშირი -თანამედროვე ტენდენციები
საქართველოში ნუტრიციოლოგიის დარგში მოღვაწე წამყვანი მეცნიერებმა და სპეციალისტებმა ბრიტანელ მეცნიერებთან ერთად წარმოგვიდგინეს მათ მიერ ჩატარებული გამოკვლევები კვებისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ.
ვიმედოვნებთ რომ სამეცნიერო მუშაობის გაძლიერებასთან ერთად ჩვენი საზოგადოება კიდევ შეძლებს ასეთი სიმპოზიუმების და კონფერენციების ორგანიზებას;
ჩვენ ვიმედოვნებთ რომ სიმპოზიუმი სტიმულს მისცემს ახალგაზრდა თაობას და გაუღვიძებს მათ სურვილს იმოღვაწეონ სამეცნიერო დარგში და სწორედ ამ ფორმით გაუზიარონ ერთმანეთს თავისი კვლევების შედეგები.

მარკ ჰოლოიგსვორსი ბრიტანეთის და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი
მარკ ჰოლინგსვორსი წარმოადგენს პრეზენტაციას: ნუტრიციოლოგთა საზოგადოების შექმნის მიზნები, ამოცანები და პერსპექტივები

ჯეიმს თორნმა ისაუბრა კავშირზე დიეტასა და ძუძუს კიბოს სისტემურ თერაპიას შორის

ჯონ მათერსმა წარმოადგინა მოხსენება სიმსუქნე და სწორი ნაწლავის სიმსივნე: მექანიზმებიდან ინტერვენციამდე
ჯონ მათერსი
ნიუკასლის უნივერსიტეტი
ჯეიმს თორნი
ლიდსის უნივერსიტეტი
ქართველ მეცნიერთა მოხსენებები
ქართველი მეცნიერების მიერ წარმოდგენილ მოხსენებებში ხაზგასმული იქნა ფაქტიური კვების ზეგავლენა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამას გარდა განხილული იქნა ის ღონისძიებები რომლებიც შეიძლება განხორციელდეს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მათ ასევე წარმოადგინეს საინტერესო სამუშაოები ადგილობრივ საკვებ პროდუქტებში და წყალში ცალკეული ნუტრიენტების შემადგენლობის შეფასების კუთხით და ისაუბრეს იმ სარგებელის შესახებ რომელიც შეიძლება ამ პრუდუქტებს გააჩნდეს.
მანანა გრძელიშვილი, მარინა ლაშხაური
საქართველოს ნატურალური მინერალური წყლების სპეციფიკური მინერალური შემადგენლობა და ნუტრიციოლოგიური მიზნებისათვის მისი გამოყენების შეფასება
შპს სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი
პროფ. შალვა (დავით) ზარნაძე
ნუტრიციოლოგიის განვითარების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
რობინზონ წიკლაური
ნუტრიციული სტატუსის ზედამხედველობის სისტემის ფორმირება საქართველოში
საქართველოს ნუტრიციოლოგთა ეროვნული ასოციაცია
ლელა სტურუა
საქართველოს მოსახლეობის იოდის სტატუსი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი
პროფ. ლევან თორთლაძე, პროფ. ქეთევან დადიანი
გადაშენების პირზე მყოფი მსხვილფეხა პირუტყვისა და ფრინველის აბორიგენული ჯიშების ხორცის თანამედროვე დიეტოლოგიური ასპექტები
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტეი; შპს სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი
მარი მალაზონია
საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობის კვებითი სტატუსი
ნუტრიციოლოგიის ეროვნული ცენტრი
სიმპოზიუმი 2018 გალერეა




