top of page
Search
Writer's pictureGNS

“ნუტრიციოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა” ქართული- ბრიტანულ-თურქული ერთობლივი კონფერენცია თბილისი



2023 წლის 3 და 4 ოქტომბერს საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოებამ (სნს) ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებასთან (the NS), ასევე თურქეთის ფონდთან Sabri Ülker Foundation (SÜF) ერთად თბილისში უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას და ვორქშოფებს სახელწოდებით ‘ნუტრიციოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა’. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასება, მისი შედარება სხვა ქვეყნებთან და ინსპირაციის მიღება იმ ინიციატივებისგან რომლებმაც მოახდინეს და ახლაც ახდენენ პოზიტიურ გავლენას ამ მიმართულებით.

ცნობილმა სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა სამივე ქვეყნიდან წარმოადგინეს მოხსენებები სადაც შეეხენ იმ გამოწვევებს რომლებსაც ნუტრიციოლოგიაში არსებული თანამედროვე ტენდენციები უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას. კონფერენციაზე ხაზი გაესვა შესაბამისი განათლების მნიშვნელობას, ისევე როგორც, სურსათის მწარმოებელ კომპანიებსა და მეცნიერებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ჯანმრთელი სურსათის შექმნისა და მისი მოსახლეობისთვის შეთავაზების საქმეში.

ჩვენ ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებთ ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებას მათი დახმარებისთვის, ეს გახლდათ უკვე მესამე კონფერენცია რომელიც საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოებამ მათი ჩართულობით ჩაატარა. მომხსენებლებს დიდი ყურადღებით მოუსმინა ქართულმა, თურქმა და ბრიტანელმა აუდიტორიამ. მოხსენებები წარმოადგინეს: ჯონ მაზერსმა და ოლივერ შანონმა ნეუკასლის უნივერსიტეტიდან - დიდი ბრიტანეთი, ჯულიან  სტოუელმა, სამეცნიერო კომიტეტის წევრმა - (SÜF); დიანა ბანატიმ -ზეგედის უნივერსიტეტი (SÜF); ნურ ბარან ასკსაკალმა - გაზის უნივერსიტეტი,  (SÜF)- თურქეთი; ეკა ბობოხიძემ თბილისის ჰიგიენის, სანიტარიისა და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტი, რუსუდან ღვამიჩავამ, A Nutr, ვენსმინსტერის უნივერსიტეტი, კაროლაინ სანდერსმა, პლადის გლობალი , Pladis Global, ავრილ ასლეტ- ბენტლიმ ბრიტანეთის დიეტოლოგთა ასოციაცია; მანანა სტენლიმ სნს პრეზიდენტი.

3 ოქტომბის კონფერენცია რომელსაც ასამდე დელეგატი დაესწრო ჩატარდა სასტუმრო სტამბაში. 4 ოქტომბერს კი ვორქშოფი ჩატარდა თბილისის ჰიგიენის, სანიტარიისა და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტში. ვორქშოფმა რომელმაც მოიზიდა მაქსიმალური აუდიტორია, ცოცხალი და გამორჩეული ჩართულობით გამოირჩეოდა.  განსაკუთრებით სასიხარულო იყო ქართველი სტუდენტების ძალიან დიდი დაინტერესება ნუტრიციოლოგიისა და ნუტრიციოლოგიური მეცნიერებების მიმართ. ღონისძიებამ ასევე დააინტერესა მედია და კონფერენციის შესახებ სიუჟეტი გავიდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხზე. 

 წელს ჩვენს კონფერენციაზე ასევე შესაძლებელი იყო ბრიტანეთის და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების პლატფორმის საშუალებით ონლაინ დასწრება. ამით ჩვენ საგრძნობლად გავზარდეთ კონფერენიაზე დამსწრეთა რაოდენობა. ამავე დროს თურქეთის მხარემ კონფერენციაზე ონლაინ დასწრება უზრუნველყო თურქი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის თავიანთი YouTube არხის საშუალებით.

ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა ვორქშოფები ნურ ბარან აკსაკალმა ისაუბრა სამედიცინო სფეროს პროფესიონალებისთვის ნუტრიციოლოგიაში კურიკულუმის შექმნის, განვითარების და დანერგვის შესახებ,  ბიგამ მუტუსმა კი წარმოადგინა მისი ხედვა  სკოლებში ნუტრიციოლოგიაში კურიკულუმის შექმნის, განვითარების და დანერგვის შესახებ, რუსუდან ღვამიჩავა კი გაუძღვა ვორქშოფს ნუტრიციოლოგიაში მშობლების განათლების მნიშვნელობის შეასახებ.

სურსათის მრეწველობის წარმომადგენელმა კაროლაინ სანდერსმა, ისაუბრა სურსათის მრეწველობის შეხედულებებზე თუ რა გზით შეიძლება მივაღწიოთ საზოგადოების ნუტრიციოლოგიური სტატუსის გაუმჯობესებას.  

მისი ვორქშოფი მიეძღვნა იმ როლს,  რაც შეიძლება შეასრულოს სურსათის მრეწველობამ ჯანმრთელი სასურსათო პროდუქტების შექმნაში, მან მოახდინა ახალი, მისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქტების დემონსტრირება, პროდუქტებისა რომლებიც კვების მრეწველობაში  დაინერგა  ბოლოდროინდელი  სამეცნიერო კვლევების შედეგების გათვალისწინებით და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმეში.

კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა ის საერთო პრობლემები რაც ქართველ და თურქ ჯანდაცვის პროფესიონალებს აქვთ დღეს და ეს გახლავთ ლიმიტირებული განათლების შესაძლებლობები ნუტრიციოლოგიაში. მართალია თურქეთში ნუტრიციოლოგია და დიეტოლოგია ისწავლება უნივერსიტეტებში, მომავალი ექიმები იღებენ ძალიან მცირე ცოდნას იმის შეასახებ თუ რა ურჩიონ პაციენტებს ნუტრიციოლოგიის კუთხით; საქართველოში ეს პრობლემა კიდევ უფრო რთულად დგას, რადგან არ არსებობს საუნივერსიტეტო განათლება ნუტრიციოლოგიაში და დიეტოლოგიაში. კონფერენციაზე გამოიკვეთა  ის როლი რაც ნუტრიციოლოგიას აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საქმეში და აქედან გამომდინარე შესაბამისი განათლების დანერგვის მნიშვნელობა და მისთვის პრიორიტეტის მინიჭების საჭიროება. 

კონფერენციაზე ასევე გაჟღერდა გეგმები ფორუმის დაარსების შესახებ, ფორუმისა რომელიც იქნება პლატფორმა აკადემიური და პროფესიული წრეების წარმომადგენლებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის, სურსათის მწარმოებელი კომპანიებისთვის და ფერმერული მრეწველობის წარმომადგენლებისთვის, როგორც რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც, რათა მოხდეს ცოდნის გაზიარება და განხილული იქნას ყველა მხარისთვის სასარგებლო ურთიერთანამშრომლობის შესაძლებლობები. ეს ყველაფერი თავის მხრივ ხელს შეუწყობს საზოგადოების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.

სნს ძალიან დიდ მადლობას უცხადებს როგორც ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებას ასევე თურქეთის Sabri Ülker ფონდს ღონისძიებაში წარმატებული  მონაწილეობის მიღებისთვის და კონფერენციის  ორგანიზებაში  დახმარებისთვის. ჩვენ ასევე დიდ მადლობას ვუხდით ჩვენს ქართველ სპონსორებს: „აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიის საქართველოს ფილიალს“, „ჯორჯიას ნატურალ-ორგანიკს“, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებს“, კომპანიას Möller,  ჩვენ ვიმედოვნებთ რომ ასეთი კავშირები კიდევ უფრო გაღრმავდება და გადაიზრდება მომავალ ერთობლივ პროექტებში სადაც მონაწილე მხარეებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს გაუზიარონ ცოდნა და გამოცდილება.

ჩვენ ვიმედოვნებთ რომ კონფერენციის მასალები მალე დაიბეჭდება  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში, გთხოვთ თვალი ადევნოთ სიახლეებს  ჩვენს ვებგვერდზე.

110 views0 comments

Recent Posts

See All

პუბლიკაცია პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალში ‘British Journal of Nutrition’

კემბრიჯის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაადასტურა სტატიის ‘ნუტრიციოლოგია და საზოგადოებრივი ჯანდაცვა საქართველოში’ გამოქვეყნება British...

სნს 2023 წლის გეგმები

საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება წარმოგიდგენთ 2023 წლის გეგმებს. აპრილში ჩვენ მივენგზავრებით ნიდერლანდებში, რათა მონაწილეობა მივიღოთ...

Comments


bottom of page