top of page
Search
  • Writer's pictureGNS

სნს დაესწრო ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ზაფხულის კონფერენციას

სნს პრეზიდენტი მანანა სტენლი დაესწრო ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ზაფხულის კონფერენციას ლივერპულში -‘ნუტრიციოლოგია ცხოვრების სხადასხვა მნიშველოვან ეტაპზე’

ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ზაფხულის კონფერენცია არის ყველაზე წარმომადგენლობითი და გამორჩეული კონფერენცია ბრიტანეთში რომელშიც მონაწილეობას იღებენ მეცნიერები წამყვანი სამეცნიერო ინტიტუტებიდან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონფერენციაზე საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება წარმოდგენილი იყო სტენდით საზოგადოების და მისი საქმიანობის შესახებ. ასევე დელეგატები გაეცნენ ინფორმაციას თბილისის 3-4 ოქტომბერს დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის შესახებ. სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო მოკლე ინფორმაცია საქართველოს შესახებ.

მანანა სტენლის საშუალება მიეცა დაემყარებინა სასარგებლო კონტაქტები ბრიტანეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. საუბრები შეეხო საქართველოში ნუტრიციოლოგიის დარგში პროფესიული ისევე როგორც საუნივერსიტეტო კურსების დაფუძნების შესაძლებლობების პერსპექტივებს, ასევე მოსამზადებელი სამუშაობას ჩატარებას ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად.









13 views0 comments

Recent Posts

See All

საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება წარმოგიდგენთ 2023 წლის გეგმებს. აპრილში ჩვენ მივენგზავრებით ნიდერლანდებში, რათა მონაწილეობა მივიღოთ ევროპის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებების ფედერაციის მიერ მოწყობილ

bottom of page