top of page

კორონავირუსი - ბლოგების სერია

საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება წუხილს გამოთქვავს კორონავირუსთან დაკავშირებული შექმნილი მდგომარეობის გამო და იმედს გამოთქვავს რომ სიტუაცია კვლავაც დაექვემდარება კონტროლს და როგორც აქამდე, მასთან ბრძოლა საქართველოში მსხვერპლის გარეშე დამთავრდება.ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის გამორჩეულად ეფექტურ, დროულ მოქმედებას და რეკომენდაციებს, მთავრობის მზაობას დროული და ქმედითი ღონისძიებების განსახორციელებლად. ამ თვალსაზრისით საქართველომ ნამდვილად, ბევრად უფრო ადექვატური და დროული ღონისძიებები განახორციელა, ვიდრე ბევრმა სხვა ქვეყანამ. საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოებას სურს თუნდაც მცირე წვლილი შეიტანოს შექმნილი მდგომარეობის დასახმარებლად და გადაწყვიტა ახლო მომავალში შემოგთავაზოთ ყოველკვირეული ბლოგი ‘ყველაფერი კორონავირუსის შესახებ’. ჩვენი საზოგადოების წევრები შემოგთავაზებენ რჩევებს როგორც ვირუსთან დაკავშირებული ჰიგიენის დაცვის წესების ასევე სხვა მრავალი საკითხის გარშემო, მაგალითად თუნდაც როგორი საშუალებებით გავუმკლავდეთ თვითიზოლაციას. ბუნებრივია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ისეთ მნიშვნელოვან თემაზე როგორიც გახლავთ ჯანმრთელი ცხოვრების წესი და მისი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი - კვება. გისურვებთ ჯანმრთელობას

კორონავირუსი - ბლოგების სერია
bottom of page