საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება წარმოგიდგენთ 2023 წლის გეგმებს. აპრილში ჩვენ მივენგზავრებით ნიდერლანდებში, რათა მონაწილეობა მივიღოთ ევროპის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებების ფედერაციის მიერ მოწყობილ ვორქშოფში, (დიდ მადლობას ვუხდით ფედერაციას დაფინანსებისთვის).
ივლისში მივემგზავრებით ლივერპულში ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრივციოლოგთა საზოგადოების ზაფხულის კონფერენციაზე. კონფერენციის ფარგლებში შევეცდებით დავამყაროთ კონტაქტები, მათ შორის ბრიტანეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და განივიხილოთ საქართველოში. ნუტრიციოლოგიის დარგში საუნივერსიტეტო კურსების დაფუძნების შესაძლებლობები
სნს განსაკუთრებით სიამოვნებით გაცნობებთ ცნობილ თურქულ ფონდთან საბრი ულკერთან Sabri Ulker Foundation (დამოუკიდებელი სამეცნიერო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია საზოგადოების ინფორმირებულობაზე საკვების, კვებისა და ჯანმრთელობის საკითხებზე) თანამშრომლობის შესახებ. Sabri Ukker Foundation მონაწილეობას მიიღებs ქართულ-ბრიტანულ-თურქულ ერთობლივ კონფერენციაში სადაც ცნობილი თურქი მეცნიერები ბრიტანელ და ქართველ მეცნიერებთან ერთდ წარმოადგენენ პრეზენტაციებს.
კონფერენციაზე ჩვენ ასევე წარვადგენთ ჩვენს გამორჩეულ და ამბიციურ გეგმას 2024 წელს მოვაწყოთ დიდი საერთაშორისო კონფერენცია ნუტრიციოლოგიაში, სადაც ჩვენი საზოგადოება დააანონსებს საერთაშორისო ფორუმის დაარსებას.
ასევე ჩვენ განსაკუთრებული სიამაყით გაცნობებთ რომ ბელგრადში ევროპის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებების ფედერაციის FENS კონფერენციაზე საქართველო უმასპინძლებს სიმპოზიუმს სადაც სნს წევრები წარმოადგენენ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს და მათ ხედვას თუ რა გამოწვევები აქვს და როგორ უნდა განვითარდეს ნუტრიციოლოგია და ნუტრიციოლოგიური მეცნიერაბა საქართველოში. (ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ FENS სიმპოზიუმის მოსაწყობი ოთახის უფასოდ გადმოცემისთვის).
Comments